ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის ენერგეტიკული, თავდაცვითი და ფინანსური სექტორების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების გახანგრძლივებასთან დაკავშირბეული ფორმალური პროცესი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება. მოქმედი სანქციების ვადა 2017 წლის 31 იანვარს იწურება.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტისა და ყირიმის ანექსიის გამო დაუწესა.