ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სატელევიზიო შოუები facebook-ზე: ჰოლივუდის სტუდიებთან მოლაპარაკებები დაწყებულია

სოციალურ ქსელ facebook-ს სურს, რომ მომხმარებელს სატელევიზიო ფორმატის მსგავსი შოუები შესთავაზოს  –  ინფორმაციას ამის შესახებ CNN Money ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, კომპანია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ჰოლივუდის სტუდიებთან და სხვა პროდიუსერებთან აუდიოვიზუალური პროდუქციის და სპორტულ კონტენტზე საავტორო უფლებების შესახებ ლიცენზიის მოსაპოვებლად.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორიგინალური სიტუაციური კომედიები, მხატვრული დრამები, სპორტული ღონისძიებები და სხვა ამ ტიპის პროგრამები მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება პირველად ფეისბუკში გამოჩნდეს.

ამ ეტაპისათვის ფეისბუკი ამას როგორც ექსპერიმენტს ისე განიხილავს.  ფეისბუკის პრეს-სპიკერმა CCN-თან დაადასტურა, რომ მოალაპრაკებები  კომპანიებს შორის მიმდინარეობს.

 

 

იტვირთბა....