კომპანია Yahoo-ს ინფორმაციით, 2013 წელს კიბერშეტევით, წინასწარი ინფორმაციით, სერვისის მომხმარებელთა ერთ მილიარდამდე პროფილი იქნა გატეხილი. კიბერშეტევის აღმოჩენა მხოლოდ ახლა გახდა შესაძებელი.
კომპანიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჰაკერებმა პროფილების პაროლებზე, ფოსტებზე, ტელეფონის ნომრებზე, საკონტროლო კითხვებსა და პასუხებზე მიიღეს წვდომა. Yahoo-ში იმედოვნებენ, რომ საბანკო ანგარიშებზე და საკრედიტო ბარათებზე ინფორმაცია არ გამჟღავნებულა.
იმ მომხმარებლებმა, რომლებსაც შესაძლოა, ეს კიბერშეტევა შეხებოდათ, შესაბამისი შეტყობინება მიიღეს.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Yahoo-ს აქციები 2,7%-ით დაეცა.