გრიპის 46 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, წელს, A ტიპის H3 ვირუსი ცირკულირებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა B ტიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ერთი შემთხვევაც.
მისი განმარტებით, A ტიპის H3 ვირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ძლიერი გართულებებით არ გამოირჩევა, როგორც H1N1.
მისი თმით, დღეის მდგომარეობით, როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა მომატებულია.
რაც შეეხება ქვეყანაში ავადობის გავრცელების მაჩვენებელს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, გავრცელების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 254 დაავადებულს შეადგენს.
მისივე ინფორმაციით, რთული შემთხვევების რაოდენობა მომატებული არ არის, თუმცა საერთო ჰოსპიტალიზაციაში გრიპისა და გრიპის გართულებებით გამოწვეული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის წილი, დაახლოებით 16%-ია.
იტვირთბა....