ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

რა ხდება გურჯაანში: ვირუსი – ამბულატორიულ დაწესებულებებს 1500-ზე მეტმა პაციენტმა მიმართა

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ვირუსული ინფექციების რიცხვი გაიზარდა. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებით, გასულ კვირას ამბულატორიულ დაწესებულებებს 1500-ზე მეტმა პაციენტმა მიმართა.

„ გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობამ იმატა. დაფიქსირდა ამბოლატორიული ხაზის 1558 შემთხვევა. აქედან 198 ზემო სასუნთქი გზების ინფექციებია. ჯეოჰოსპიტალს 224 პაციენტმა მიმართა, საიდანაც 38 ჰოსპიტალურ მკურნალობას გადის .“-აღნიშნა ექიმმა პროფილაქტიკოსმა ეკა ბურდიაშვილმა.
მედიკოსები ვირუსების მატებას იანვარ-თებერვალში ვარაუდობენ. ისინი მოსახლეობას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ.

speqtri.ge

იტვირთბა....