ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტიქია გურიაში: დიდთოვლობა მთაში, მეწყერი ბარში

გურიაში სტიქიაა – უამინდობის გამო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. სოფელ ვანში დაზიანებულია საავტომობილო გზა, სოფელ ზემოხეთში საყანე ფართობები და გზები.

დიდთოვლობაა სოფლებში – ზოტი, ქვაბღა, ჩხაკაურა, სადაც თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს:

– ყველა მაღალმთიან სოფელთან კავშირი გვაქვს. ჩხაკაურაში, სადაც თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს და ახლაც თოვს. მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის გზა გავლადია.  ამ წუთებში თოვს ზოტშიც, თუმცა იქ ყველა სახის ავტომანქანის გავლაა შესაძლებელი. გაწმენდილია სუაბნო გზებიც. ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია.

რაც შეეხება ბარს – ბევრ სოფელში გვაქვს პრობლემა მეწყერის გამო. ზემოხეთში ღვარცოფმა, ფაქტობრივად, ხევი წარმოქმნა. ამავე სოფელში არის რამდენიმე დამეწყრილი ადგილი.

პრობლემა გვაქვს სოფელ ვანში, სადაც სასოფლო გზა დაიბზარა, თუმცა მოძრაობა შესაძლებელია, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია რა ოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ ჩოხატაურს.

gurianews.com

იტვირთბა....