ახალი ამბები მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტექნიკური ხარვეზი გამოსწორებულია

თბილისის საქალაქო სასამართლო ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მუშაობა აღდგენილია. შიდა სატელეფონო ქსელის ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და სასამართლოს მომხმარებლებს შეუფერხებლად შეუძლიათ ისარგებლონ ყველა საკომუნიკაციო სერვისით.

თბილისის საქალაქო სასამართლო, ბოდიშს უხდის მოქალაქეებს 13-14 დეკემბერს ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული დისკომფორტისთვის და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქალაქო სასამართლოში გათიშული იყო მოსამართლის აპარატთან, თავჯდომარესთან და კანცელარიასთან დასაკავშირებელი ყველა სატელეფონო საშუალება, აგრეთვე ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამა, რაც სასამართლოში ქაოსს ქმნიდა.

იტვირთბა....