ბაშარ ასადის ძალებმა აღმოსავლეთ ალეპოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 82 მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს. ალეპოში მიმდინარე საბრძოლო შეტაკებების შესახებ ინფრომაციას გაერო ავრცელებს.
ადამიანის უფლებთა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს უმაღლესი კომისრის სამმართვლოს ოფიციალური წარმომადგენელი რუპერტ კოლვილის ინფორმაციით, სირიელი სამხედროები და ასადის მომხრე მებრძოლები იჭრებიან მშვიდობიანი მცხოვრებლების სახლებში და კლავენ ყველას, ვინც იქ იმყოფება, მათ შორის ქალებს და ბავშვებს.
სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტი ფოტო და ვიდეომიმართვა ვრცელდება – სირიელები ალეპოს დაბომბვის შეწყვეტას ითხოენ და მსოფლიოს დახმარებისკენ მოუწოდებს.