ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ეიფელის კოშკი დროებით დაიხურა

პარიზში ეიფელის კოშკი დროებით დაიხურა. მიზეზი თანამშრომლების მასობრივი გაფიცვაა. კოშკში მომუშავე პერსონალი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს.

140 თანამშრომელი მენეჯმენტთან შეხვედრას ელოდება და აცხადებს, რომ საქმიანობას იქამდე არ დაუბრუნდება, ვიდრე ადმინისტრაცია მათი პირობების განხილვას არ შეუდგება.

პერსონალის პროტესტის გამო პარიზში საშობაო დღესასწაულებზე ჩასულ ტურისტებს ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობა შესაძლოა დახურული დახვდეს.

იტვირთბა....