გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე ამაღამ ძლიერი შტორმი დაიწყება. მოსალოდნელი შტორმის სიძლიერე 4-6 ბალს შეადგენს.
დღეს ღამით ზღვაზე 4-6 ბალი შენარჩუნდება, 16 დეკემბერს ზღვის ღელვა 3 ბალამდე დაიკლებს, 17-ში კი კვლავ მოსალოდნელია შტორმული სიტუაციის შექმნა და 4-6 ბალი.