ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროში მოძრაობა აღდგა: ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია

მეტროსადგურ „სამგორში“, „ისანსა“ და „ვარკეთილში“ მატარებლის მოძრაობა აღდგენილია,- ამის შესახებ ინფორმაცია „მეტრონომს“ სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურებზე მოძრაობის შეჩერება  საკონტაქტო რელსზე ძაბვის ვარდნის გამო გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ „სამგორში“, „ისანსა“ და „ვარკეთილში“ მატარებლის მოძრაობა შეჩერებული იყო, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ „300 არაგველამდე“ კი, მოძრაობა ზონურად მიმდინარეობდა.

ტექნიკური ხარვეზის შესახებ შეტყობინება კომპანიაში 10:20 საათზე შევიდა. 11:25 წუთზე მატარებლის მოძრაობა კვლავ  აღდგა.

იტვირთბა....