aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ისანი, სამგორი, ვარკეთილი: მეტროში მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით,  ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის მეტროპოლიტენის სამ სადგურზე მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია.

კერძოდ, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ „სამგორში“, „ისანსა“ და „ვარკეთილში“ მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.

მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ „300 არაგველამდე“ კი, მოძრაობა ზონურად მიმდინარეობს.

კომპანიის განცხადებით,  პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე სპეციალური ჯგუფი გაიგზავნა.

ტექნიკური ხარვეზის შესახებ შეტყობინება კომპანიაში 10:20 საათზე შევიდა. მიზეზი მეტროსადგურ „სამგორში“ საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების პრობლემა აღმოჩნდა.

სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერ უცნობია  როდის შეძლებს „მეტროპოლიტენი“ სრულყოფილ მუშაობას.

იტვირთბა....