პარიზში ლეონარდო და ვინჩის დაკარგული შედევრი აღმოაჩინეს, რომელიც 15 მილიონ ევროდაა შეფასებული. საუბარია ნახატზე, რომელზეც ხეზე მიჯაჭვული წმინდა სებასტიანია ასახული.
Time-ის ინფორმაციით, ნახატი ფრანგმა პენსიონერმა ექიმმა, შემთხვევით საკუთარ სახლში აღმოაჩინა. მან მამის ნივთებში 15 ნახატი იპოვა და ისინი ტაჯის აუქციონის სახლში მიიტანა. ექსპერტმა ყურადღება ტუშით შესრულებულ ნახატს მიაქცია, ასევე იმან, რომ ნახატი ცაცია მხატვრის მიერ იყო შესრუკებული. კვლევების შედეგად დაადასტურა, რომ ესკიზი ლეონარდო და ვინჩის შექმნილია.
ვარაუდობენ, რომ წმინდა სებასტიანი და ვინჩიმ 1482-1485 წლებში დახატა.