ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ცენტრ-პოინტის“ საქმე: ყოფილმა დირექტორმა წარდგენილი ბრალი აღიარა

„ცენტრ პოინტ აჭარას” ყოფილმა დირექტორმა ირაკლი მინდელმა პროკურატურის მიერ მისთვის წაყენებული ბრალი აღიარა, –  ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც მინდელი დაიკითხა. ბრალის აღიარების შემდეგ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მინდელი არ ადასტურებს მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებასა და გაფლანგვას, თუმცა ამის მიუხედავად, თავს დამნაშავედ ცნობს.

მის ამ განცხადებას, ბრალდებულების ადვოკატებს შორის შელაპარაკება მოჰყვა, რადგან „ცენტრ პოინტ აჭარას” ყოფილი ხელძღვანელი სასამართლოში დაკითხვამდე დუმილის უფლებას იყენებდა.  რჩეულიშვილების ადვოკატები დაინტერესდნენ, რატომ შეცვალა პოზიცია ბრალდებულმა, ვინაიდან აქამდე ბრალს არ აღიარებდა.

ადვოკატებისთვის  გაუგებარია, რა ბრალს აღიარებს მინდელი.

შეგახსენებთ, ირაკლი მინდელს სახელმწიფო ბრალდება „ცენტრ პოინტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად მენაშენეთა კუთვნილი, მილიონ ლარზე მეტის მითვისებასა და გაფლანგვას ედავება.

იტვირთბა....