ხვალიდან, 14 დეკემბრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ტემპერატურის კლება და ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, 13 დეკემბრის საღამოდან ამინდი გაუარესდება მთაში. მაღალმთაში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. 14 დეკემბერს ტემპერატურა დაიკლებს, ზოგიერთ რაიონში იქროლებს ძლიერი ქარი.