ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში 2017 წლიდან, გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ Allnews.ge ავრცელებს, რომელიც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან ინტერვიუს გვთავაზობს.

„გადახდის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს და მეტროს, ავტობუსს, საბაგიროს და სამარშუტო ტაქსებს მოიცავს, გვინდა უფრო თანამედროვე და მოსახერხებელი გახდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქალაქო სატრანსპორტო საშუალებებში საფასურის გადახდა აბსოლუტურად ყველა ბანკის ბარათით იყოს შესაძლებელი. ამას გარდა, ახალი სისტემა ბევრად უფრო ბევრი ფუნქციის მატარებელი იქნება, რომელიც მოქალაქეების მგზავრობასთან დაკავშირებულ სრულ სურათს შექმნის, რაც ძალიან ღირებული ინფორმაციაა. ამასთან, უცხოელ ვიზიტორებს მგზავრობის საფასურის გადახდა სხვა ქვეყნის ბანკის ბარათებითაც შეეძლებათ“ – აცხადებს ლექვინაძე.

მისი თქმით,  მეტროსა და ავტობუსში, მგზავრობის საფასურის ზრდა არ განიხილება.

„რაც შეეხება ყვითელ მიკროავტობუსებს, ის კონტრაქტი, რომელიც კომპანიასთან არსებობს, არ გვაძლევს სამართლებრივი ზემოქმედების საშუალებას და არ გულისხმობს სამარშუტო ტაქსის ტარიფის რეგულირებას. კომპანიას ჩვენთან შეთანხმების გარეშე შეუძლია ტარიფის გაზრდა. თუმცა, მოვუწოდებთ კომპანიას და ჩვენი სურვილია, რომ მგზავრობა არ გააძვირონ, რადგან კარგად გვესმის, თუ რამდენად მძიმეა ეს საკითხი მოქალაქეებისთვის“ – განაცხადა ლექვინაძემ.

იტვირთბა....