ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

„საქართველოს ბანკი“ „პროკრედიტის“ პორტფელს ყიდულობს

 

თბილისი (GBC) – “საქართველოს ბანკი” “პროკრედიტ ბანკის” მიკრო და მცირე ბიზნესის პორტფელს ყიდულობს.

მხარეებს შორის ანგარიშსწორება ნაღდი ფულით მოხდება.

პორტფელის შეძენით “საქართველოს ბანკის”  მიკრო და ბიზნეს კლიენტებს რიცხვი გაიზრდება  2,400 -ით, ხოლო საქართველოს ბანკის სასესხო პორტფელის წმინდა ღირებულება 120 მლნ ლარით.  გარიგება  ძირითადად ეხება ინდივიდუალურ სესხებს, რომელიც 100,000 აშშ დოლარზე ნაკლები ღირებულებისააა.

“საქართველოს ბანკი” აცხადებს, რომ გარიგება პირდაპირ ემსახურება მიზანს, გაზარდოს  მიკრო, მცირე და საშუალო სესხების მოცულობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

gbc.ge

იტვირთბა....