ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მაია რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის პოზიციას ბრალდების მხარე არ დაეთანხმება. ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ საქმის პროკურორმა , დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, სახელმწიფო ბრალდებას მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია:
“ადვოკატმა წინა პროცესზე განაცხადა, რომ წარმოადგენდა დოკუმენტაციას ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჩვენ გავეცნობით ამ დოკუმენტაციას და პოზიციას. ამის შემდეგ დავაფიქსირებთ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ მოტივით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღობისძიების შეცვლის პოზიციას არ ვეთანხმებით”, – განაცხადა გუმბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღეს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ.
მაია რჩეულიშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს წონაში სწრაფი კლების გამო გამოკვლევები ჩაუტარდება.