ახალი ამბები ვიდეო საზოგადოება

„ჩემი სათქმელის ჯერიც დადგა“: რას წერს ბიჭი, რომელმაც შიშველი ფოტოს ავტორს ბოდიში მოახდევინა

 

ირაკლი ნარსავიძე,  რომელმაც სვანეთში გადაღებული შიშველი ფოტოს ავტორს ბოდიში მოახდევინა, სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

„მოკლედ მინდა იმ ფაქტებზე ვისაუბრო რაც წინა დღეებში მოხდა. დაწყებული შიშველი ფოტოთი და დამთავრებული საბოდიშო ვიდეოთი.

პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არანაირი ძალადობას არ ჰქონია ადგილი. მეორე, არავის არ აქვს უფლება შეურაწყოფა მოგვაყენოს იმის გამო, რომ ჩვენ ტრადიციებს, ადათ-წესებს, კულტურას და მიწას ვიცავთ ყოველგვარი სიბინძურის და გარყვნისგან. მესამე, ადამიანს დაველაპარაკეთ წყნარად მამამისის თანდასწრებით, ბოდიში მოიხადა, აგვიხსნა, რომ ეს განზრახ არ გაუკეთებია და მზად იყო ასევე საჯაროდ ბოდიში მოეხადა, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ ვიდეო ჩაგვეწერა და გაგვევრცელებინა სოცქსელში ისევე, როგორც მისი შიშველი ფოტო გავრცელდა. გადავიღეთ ვიდეო, არ ჩანს, მაგრამ საჭის ადგილას მამამისი ზის. და აქვე ვიტყვი, რომ ქარის გამო ჩავსხედით მანქანაში.

არანაირ მუქარას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ასეთ შემთხვევაში გვეყოფოდა კაცობა და ამას არ დავმალავდით მხდალი ქათმებივით.

ახლა იმ ადამიანებზე, ვინც მუშტი-კროვს ითხოვდა. ეს რომ საქმეს შველოდეს ჩვენც იქ ვიყავით და არავისზე ნაკლები გამრტყმელები არ ვართ. ასე რომ, თავს ნუ გამოიდებთ მუშტების ქნევით თუ ამ ადამიანს შეხვდით. როცა კულტურულად ბოდიშს იხდის და იძახის, რომ განზრახ არ გაუკეთებია, იქ მაშინ ზედმეტია სხვა რამეზე ლაპარაკი.

ახლა, ის ქათმებიც მოვიკითხოთ, ე.წ ყლიბერალები, რომლებიც თავგამოდებით იცავდნენ ამ საქციელს, ბილწსიტყვაობდნენ, გვიწვევდნენ, მაქსიმალურად ცდილობდნენ მათი გამოქლიავებული აზრები გადმოეფრქვიათ და ამით რაღაც მიეღწიათ ყლიბერალთა სექტის თვალში, მაგონებენ ტურებს, რომელთაც ყეფის მეტი არაფერი შეუძლიათ. ასეთები უნდა დაიკიდოს ადამიანმა და მორჩა. მათ დონემდე არ უნდა დაეშვა. არ შემიძლია არ მოვიკითხო ფართო მასშტაბით ფეხების აწევით სახელგანთქმული ყლიბერალთა ლიდერები, რომლებმაც საქციელი დაგვუწუნეს და პატარა მუქარაც მოაყოლეს. სვანეთამდე ფეხები არ გეყოფათ ასაწევად ასე რომ, ნუ იტყლარწებით ნეხვის მატლებივით.

საჭირო ორგანოებიც დაგვიკავშირდნენ, შესაბამისადაც გაგვესაუბრნენ. გაიგეს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ქონია და აპა ჰეო. ჰოდა ზოგიერთი გამოიმასქნებული ნუ ოფლიანდებით იმის სურვილით, რომ ძალადობის მუხლით დამიჭერენ. პირი მოიწმინდეთ იმისმაგივრად დასვრილი რომ გაქვთ.

გამომეკიდნენ კევის ღეჭვაზე და რამდენიმე ფოტო მოდებს სადაც მოკლე მაიკით და შორტებით ვარ. მართლები ხართ, შემეშალა, ვაღიარებ.

ახლა ჩემი სათქმელის ჯერიც დადგა. მოკლედ ყველაზე მეტად რაც მაწუხებს ეროვნული თვითშეგნების დეფიციტია. ხალხმა არ იცის რა არის ეროვნულობა და სამშობლოს სიყვარული. არ იცის ტრადიციის და ადათის ფასი. არ იცის რა არის საერთოდ ზნეობა, ან კულტურა.

საბედნიეროდ, ბევრია ისეთი, რომლებმაც ამ ყველაფრის ფასი იციან და ამისათვის ყველაფერზე არიან წამსვლელები. იმ ხალხს მივმართავ, ვინც უკვე ჩემოდანზე ზის ვიზალიბერალიზაციის მოლოდინში, ევროპაზე უკეთესი ღმერთმა არაფერი განახოთ და არასდროს დაგაბრუნოთ სამშობლოში.

გოგონებს მივმართავ ახლა. ბოდიშს გიხდით თუ უცენზურო სიტყვების კითხვა მოგიწიათ თუნდაც ამ პოსტში და თუნდაც ვიდეოს კომენტარებში.

ამ ვიდეოს მიზანი თუ ვერ გაიგეთ მაინც აგიხსნით, არის ის, რომ შემდგომ მსგავსი რამეები აღარ გააკეთონ და პატივი გვცენ ჩვენც და ჩვენს კუთხესაც და ზოგადად საქართველოში არ უნდა კადრულობდნენ მსგავს რამეებს. სადაც ბუნებაა და არ ჩანს არაფერი საიდენტიფიკაციო, რომ ესა და ეს ადგილია, ირბინეთ რამდენიც გინდათ.

სათქმელი ყველამ გაიგო იმედია. გმადლობთ.“ – წერს ნარსავიძე.

შეგახსენებთ, რომ შიშველი ფოტოს ავტორმა აღნიშნა, რომ მასზე იძულება ან მუქარა არ განხორციელებულა და საკუთარი სურვილით მოიხადა ბოდიში (ნახეთ ვიდეო). შესაბამისად, შსს-მ საქმე არ აღძრა.

იტვირთბა....