სვანეთში გადაღებული შიშველი მამაკაცის ფოტოს და ვიდეო-მიმართვაში მოხდილ ბოდიშს სოცილურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შს სამინისტროს რეაგირებისთვის მიმართავს.
,,იგივენაირად ვერ ვხვდებით, რატომ არ უნდა ვიცხოვროთ ბეეევრი ბევრი საუკუნის წინ, დიდი ბებია-ბაბუებისა და კიდე მათი ბაბუა-ბებიების მიერ დადგენილი “ადათ-წესებითა” და ამ “ადათ-წესების” ქომაგი ირაკლი ნარსავიძეების კანონებით. ყ…ი ვართ?
ის ბიჭი, რომელსაც “აღიარებითი ჩვენება” მიაცემინეს არის კლასიკური ძალადობის მსხვერპლი და მოძალადე ირაკლი ნარსავიძე უნდა დაისაჯოს თითოეულ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც ძალადობის ეს აქტი განახორციელა. (თინა მახარაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს ლინკით)
და თუ ამ ტიპისა და მისი თანამეინახეების წინააღმდეგ არ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული (რაც ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ მათი დაუსჯელობის სინდრომი გაქარწყლდეს, შემდგომში თვალებახვეულ ადამიანებს თავები არ წააცალონ და სხვა მათნაირი გონებაჩლუნგი აგრესორებისთვის მაგალითები არ იყვნენ ), მე პირადად, ჩემს ბევრ მეგობართან ერთად, მივმართავ პარტიზანული სიშიშვლის აქციას და გავიხდი ყველგან, სადაც მსგავს ტიპებს თავიანთი ულვაშის ლუსკუმები ელანდებათ” – წერს თინა მახარაძე.
https://www.youtube.com/watch?v=XHH11yIKnhM