ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

სტამბოლში აფეთქებისას სავარაუდოდ დაიღუპა 13 და დაშავდა 20 ადამიანი (ვიდეო/ფოტო)

https://www.youtube.com/watch?v=Hc3p01g5wvw

სტამბოლში მომხდარი 2 ტერორისტული აქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა “theguardian” ავრცელებს.

თურქი სამართალდამცველების ცნობით, დანაღმული ავტომობილი საფეხბურთო კლუბის სტადიონთან, საფეხბურთო მატჩის დასრულებიდან ორ საათში აფეთქდა.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან. თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ მოქმედებს ცხელი ხაზიც.

afetqeba4afetqebaafetqeba6afetqeba3afetqeba2

 

იტვირთბა....