ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

სტამბოლში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=ynKFmgWQln4

სტამბოლის ცენტრში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთი აფეთქების ხმა ტაქსიმის მოედანთან ახლოს, მეორე კი, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაისმა, სადაც საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობდა.

როგორც თვითმხილველები სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერენ, აფეთქების ხმა ძლიერი იყო.

შემთხვევის ადგილები კვამლშია გახვეული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ.

იტვირთბა....