ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე მის მიმართ დაწყებულ „ბინძურ კამპანიაზე“ საუბრობს

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობს. ზურაბ გამეზარდაშვილი, რომელიც მოსკოვში იმყოფება, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გამოშვება კურიერთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბინძური კამპანია მიმდინარეობს.

გამეზარდაშვილი აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ დარღვევებს არ ადასტურებს და მოსკოვში ყოფნის მიზეზებსაც განმარტავს.

„ეს არის მიზანმიმართული ბინძური პიარკამპანია ჩემი პიროვნების ღირსების შელახვის წინააღმდეგ. მე ნამდვილად ვიმყოფები ამ წუთას მოსკოვში, დაბადების დღე მქონდა გუშინ უახლოესი მეგობრის, დღეს საღამოს ვბრუნდები თბილისში. აუდიტის სამსახურს რომ ენახა დარღვევები, აუცილებლად გადაუგზავნიდა პროკურატურას. არავითარი მასალები აუდიტის სამსახურს პროკურატურისთვის არ გადაუგზავნია. როგორც ვიცი, ამ წუთამდე არანაირი დარღვევა გენერალურ ინსპექციას არ აღმოუჩენია სასაზღვრო უწყებაში.

ჭორის დონეზე ხომ ვერ ვისაუბრებ, ვერ გეტყვით ვის ინტერესებში შედის. ერთი ვიცი, რომ სასაზღვრო პოლიცია მუშაობდა გამართულად ყველაფერი იყო გამჭვირვალე,” – აცხადებს გამეზარდაშვილი.

ის აქვე ადასტურებს, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეს შსს-ს გენერალური ინსპექცია სწავლობს. გავრცელებული ინფორმაციით, დარღვევები ზურაბ გამეზარდაშვილის მუშაობის პერიოდში აუდიტის სამსახურმაც აღმოაჩინა.

საუბარია უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე, სადაც მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნის თანახმად, შესყიდვები დარღვევებით ხორციელდებოდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია გამეზარდაშვილის უკანონო სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებითაც.

იტვირთბა....