„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე მისი აფეთქების საქმის მასალებს მოითხოვს. დეპუტატის განცხადებით, გამოძიებამ ის დაზარალებულად სულ რაღაც 3 დღის წინ აღიარა და ისიც მხოლოდ დეპუტატის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ.
მიუხედავად ამისა, თარგამაძეს ამ დრომდე არ მიუღია საქმის მასალები. დეპუტატი ვარაუდობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეგნებულად მალავს გარკვეულ ინფორმაციას.
„დაზარალებულად მცნეს საბოლოო ჯამში, რაც აჩენს იმთავითვე ვალდებულებას მათი მხრიდან, რომ გამაცნონ საქმის მასალები, რაზეც ჯიუტად აცხადებენ უარს. ისინი უარს აცხადებენ თავისი ვალდებულების შესრულებაზე. ეჭვი, რომელიც მე მქონდა იმთავითვე, აფეთქებიდან დაწყებული, არ გამქარწყლებია, რომ ეს აფეთქება განახორციელა დღევანდელმა ხელისუფლებამ,“ – განაცხადა თარაგამაძემ.