ამერიკის შტატ მიჩიგანში თოვლისა და ყინვების გამო გამოწვეულ ავტოავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. მოყინულ გზაზე ერთმანეთს 40 ავტომობილი შეეჯახა – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ usatoday ავრცელებს.
როგორც მიჩიგანის პოლიციის ლეიტენანტმა განაცხადა, უბედური შემთხვევა ამინდს უკავშირდება და ეს არ არის ალკოფოლის ფაქტორი.
ამჟამად მაგისტრალი ორივე მიმართულებით დახურულია, მეტეოროლოგები კი უამინდობას მომდევნო დღეების განმავლობაშიც ვარაუდობენ.