ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ფარული კადრების საქმე: ჯამალაშვილი და ფხალაძე გათავისუფლდნენ

“ზურაბ ჯამალაშვილის დღევანდელი გამოსვლა იმის დასაწყისია, რომ ჩვენ ცოტა ხანში გამამართლებელ განაჩენს ვიხილავთ”, – ამის შესახებ ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ყველა ის დარღვევა, რომელიც ჯამალაშვილს ეხებოდა, შეგროვდება და ევროსასამართლოში გაიგზავნება.

”ზურაბ ჯამალაშვილის დღევანდელი გამოსვლა იმის დასაწყისია, რომ ჩვენ ცოტა ხანში ვიხილავთ გამამართლებელ განაჩენს მის მიმართ. უბრალოდ სავალალო იქნება თვითონ ქვეყნისთვის, ვინაიდან ჩვენ ამ ცხრათვიან პატიმრობას ასე არ დავტოვებთ. აუცილებლად მივმართავთ ევროსასამართლოს და სარჩელში აღბეჭდილი იქნება ყველა ის დარღვევა, რაშიც უკანონოდ დასდეს ბრალი ზურაბ ჯამალაშვილს”, – განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

როგორც წინა სასამართლო სხდომაზე ჯამალაშვილის ავოკატმა განაცხადა, ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხალაძეს 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურათ, რის საფუძველზეც ისინი დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

წინა სასამართლო პროცესზე, გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე დაიკითხა. პროცესი დახურული იყო. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კილაძემ განაცხადა, მან დეტალურად გაიხსენა დეტალები თუ ვინ მიიტანა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მასთან რედაქციაში. სხდომაზე მისი დაკითხვის დროს ხმაურიც იყო. მისი თქმით, რეალურად, ორი ადამიანი ნიკოლოზ ხაჭაპურიძე და გელა ღურცკაია ის პირები არიან, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული „ქრონიკა +“-ის რედაქციაში პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის მიტანასთან.

 

იტვირთბა....