ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დენის გრაფიკი: დღეს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის 7 რაიონს შეუწყდება

 

9 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ისნის, კრწანისის, დიდუბის, საბურთალოს, მთაწმინდის, ნაძალადევის და გლდანის რაიონებს. კომპანია მიზეზად ქსელის გაუმჯობესებას და ავარიის პრევენციას ასახელებს.

ისნის და კრწანისის რაიონები

10:00-დან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ბეთანიის, მარტყოფის, საინგილოს, ბზიფის, დომინიკ ერისთავის, გალავანის და თეძამის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, აკაკი წერეთლის გამზირის, გორის, ვორონინის, ფიფიების, ცაბაძის, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 13:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის და ზემო ვაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, ცოტნე დადიანის II კვარტლის, კამალოვის, სვანეთის, გულრიფშის, თამარაშვილის, კავთისხევის, მახინჯაურის, ჭყონდიდელის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, დეპოს, ნიკო მარის, მრევლიშვილის, წიკლაურის, ლიკანის, საჭილაოს, სააკაძის, მანჯგალაძის, გომბორის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, სუმბათაშვილ-იუჟინის, საყვირის, კოხრეიძის, ავშნის და რეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....