ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„საკვები არ გავქვს და ფულიც გვითავდება“: თოვლიან გზაზე ჩარჩენილი ტრაილერის მძღოლებიდან ერთი გარდაიცვალა

 

ფასანაურის გზაზე ერთი მძღოლი გარდაიცვალა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტავა გახდა. ფასანაურთან, დათოვლილი გზების გამო, საკვების, ფულის და საწვავის გარეშე ჩარჩენილები არიან სხვა მძღოლებიც. გზაზე დარჩენილი ადამიანები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით ადგილზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და მათ ყურადღებას არავინ აქცევს.

„300-მდე მანქანა მეათე დღეა გაჭედილია, საკვები არ გავქვს და ფულიც გვითავდება. ადგილობრივები პროდუქტს ძალიან ძვირად ყიდიან. პოლიცია არ გვიშვებს, იმიტომ რომ გზები არაა გაწმენდილი. მანქანები ორივე მიმართულებით მოძრაობს ჩვენ კი მეათე დღეა არ ვიძვრებით. როგორც ამბობენ 3 ადამიანი გარდაიცვალა აქედან 1 გულის შეტევით,“- აცხადებს ერთ-ერთი მძროლი ალექსანდრ მაქსიმოვი.

სოფელ ნადიბანთან არსებულ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე. ის რუსეთის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ასეთი მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ჩვენი ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში წმინდავს. სატვირთო ავტომობილები და მსუბუქი ავტომობილები გადაადგილდება. გამომდინარე იქიდან რომ მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის შეუძლებელია იქ ასვლა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი იქ დაშვება, პატრული მათ არ ატარებს,“ – აცხადებს სეთურიძე.

“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იტვირთბა....