ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს ზოგ დასახლებაში ტემპერატურა ამ ღამით -22 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ დასახლებაში პარასკევს ღამით -22° დაფიქსირდება.

9 დეკემბრის ღამე ყველაზე ცივი გუდაურში იქნება. ტემპერატურა მინუს 22 გრადუსამდე დაეცემა და იქროლებს ქარი 10-15 მ/წმ-ში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დაბალი ტემპერატურა 9 დეკემბრის ღამეს შემდეგ ადგილებში დაფიქსირდება:

გუდაური -22°

ბაკურიანი -21°

მესტია -19°

ახალციხე -19°

ბორჯომი -15°

თბილისშიც და ქუთაისშიც ამ ღამით ჰაერის ტემპერატურა -5° იქნება. კვირის განმავლობაში ტემპერატურა ყველაზე მეტად 11 დეკემბრის ღამეს გათბება და ორივე ქალაქში +2°-მდე მიაღწევს.

იტვირთბა....