„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ 2017 წლის თებერვალსა და მარტში ეკონომიკაში კრიზისული ვითარება გამწვავდება. ამის გამო კი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება:
„ჩვენ ველოდებით, რომ ეს კრიზისული ვითარება გამწვავდება, გამწვავდება განსაკუთრებით თებერვალ-მარტში. ეს ხელისუფლება ვერ მოახერხებს ამ კრიზისული ვითარების დარეგულირებას და ცხადია დადგება ბატონი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, რასაც მე მხარს დავუჭერ ნამდვილად. შეიძლება ინიციატორებიც ვიყოთ, არც ამას არ გამოვრიცხავ,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ნიუპოსტი