“ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ “ნაცმოძრაობის” დეპუტატს, ლელა ქებურიას და მის ოჯახს მეგის ქარდავას სახელით ემუქრებიან.
“ენმ-ის დეპუტატს, ქ-ნ ლელა ქებურიას და მის ოჯახს, მეგის ქარდავას სახელით მისი ნათესავი ემუქრება – ვინმე ნიკა ლოგუა.
(მუქარის წერილი იხილეთ წინა პოსტში)
ამას გარდა, დაემუქრნენ მის ქმარსაც – დაურეკეს და ეუბნებოდნენ რომ “მიშა ბოკერიას მოუგებს”, რომ მეგისი დაბრუნდება და ლელა ჭკვიანად იყოს.
ლელას მეუღლეს ორი თვის წინ სტენტი ჩაუდგეს.
ლელა ქებურიასთვის გაგზავნილი მუქარის წერილის შინაარსის შემცველი პოსტი უდევს ბ-ნ ნიკა ლოგუას საკუთარი ფეისბუქის გვერდზე – 23 ნოემბერსაც იგივე აწუხებდა.
პროფილის მთავარი ფოტოც მრავლისმეტყველია.
ჰოდა აი ამ ყველაფრის ფონზე სააკაშვილის ბიბლიოთეკის თანამშრომლის, ქ-ნი ლანა ღვინჯილიას პირველი რეაქცია ისაა, რომ ქ-ნ ლელას ტელეფონზე რუსული ფონტი აქვს.
ხოლო ქალბატონი ნათია ჭკუასელი მყარ ვარაუდს გამოთქვამს, რომ ლელამ ეს ამბავი თვითონ შეთხზა რომ თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს.
ეს ორი ქალბატონი გამოვყავი – როგორც ყველაზე რაფინირებულები, მათ შორის”. – წერს ჩერგოლეიშვილი.
ქვემოთ, გთავაზობთ ჩერგოლეიშვილის მიერ დაანონსებულ “მუქარის წერილს”:
ლელა ქებურია: “ეს წერილი დამხვდა ამაღამ ინბოქსში, ანალიზი თქვენთვის მიმინდია.
გამახსენდა, ერთი ქალბატონი გვემუქრებოდა მე გუნავას და დამენიას ასათესი გექნებათ არამარტო ზუგდიდიდან არამედ საქართველოდანო, აი თურმე რატომ…”
გთავაზობთ ნიკა ლოგუას მიერ დაპოსტილ წინა სქრინებს: