ესპანეთში მასობრივი სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც, საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები 100-ზე მეტი სახლის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი. ბინები მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა თუ სხვა ქალაქებში იძარცვება.
ესპანელი სამართლდამცველები აცხადებენ, რომ სპეცოპერაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში იგეგმებოდა.
დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მოპარული საათები, ყალბი პასპორტები, „დიდი რაოდენობის“ სამკაული, 14 000 ევრო და თანხის საერთაშორისო გადარიცხვის 200 ქვითარი ამოიღეს.
დაკავებულების უმრავლესობა ქართველია. ისინი ქურდობის, კრიმინალური დაჯგუფების წევრობისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით არიან.