თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, ნაძალადევის და გლდანის რაიონებს. კომპანია მიზეზად ავარიის პრევენციას ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
11:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ჭილაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00-დან 16:00-მდე შუალედში კი, 30 წუთით შეზღუდვა შეეხება: ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ზემო ვეძისის, წულუკიძის, ვაზისუბნის, ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, ლუქსემბურგის, ცხინვალის, ლევანდოვკის, ვოლოდარსკის, აბაშიძის, ჩერქეზიშვილის, მგალობლიშვილის, არდაზიანის და ფანჯიკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ზეკარის, ასურეთის, სვირის, ლაითურის, გეგუთის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბენდელიანის, სანერგეს, ჟღენტის, თოდრიას, დარკვეთის, ბუგეულის, მირზაანის, კიშინიოვის, წერონისის, ჯავის, ლუბოვსკის, ზაქარაიას, სართანიას, კამალოვის, დობროლიუბოვის, ზედაუბნის, კოდალოს, ლოტკინის, კალიუჟინის, თიგიშვილის, კიკნაძის, კურნატოვის, გულრიფშის, კაჭრეთის, თამარაშვილის, ინწკირველის, მაღაროს, ენისელის, მიტინგის და კახიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00-დან 13:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ხიზაბავრის ქუჩის მაცხოვრებლებს. ხოლო 13:00-დან 16:00-მდე – გლდანის მასივის „ა” მიკრორაიონის, ქერჩის, ვეკუას, თიანეთის, ხევძმარის და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.