საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.5744 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0146 პუნქტით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.5598 ლარი ღირდა. 0.0500 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 2.7734 ლარი გახდა. ძველი კურსით, მისი ოფიციალური ღირებულება 2.7234 ლარი.