ბატონო ბიძინა, ომი გინდათ თბილისის ქუჩებში? – მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და თხოვს, რომ ე. წ. ზონდერებს ჩადენილ დანაშაულზე პასუხი აგებინოს.
„ბატონო ბიძინა!!! გუშინ გირეკავდით იმ ნომერზე რომელიც 2012 წელს თქვენ მომეცით. ისიც იცით, რომ პირად საქმეზე არასოდეს დამირეკია. 3 დღეა თითქმის ყველა სააგენტო გადაცემს ჩემს განცხადებას, რომ უშიშროების სამსახურის შესასვლელთან პორტირებულმა მერაბიშვილის ზონდერებმა სასიკვდილოდ ცემეს მოქალაქე (2012 წელს თქვენი თანამებრძოლი) და არცერთი სამართალდამცავი ორგანო ყურს არ იბერტყავს, საქმეს ჩქმალავენ, ხელისუფლების მაღალჩინოსნები დამნაშავეებს იფარავენ. ამის მერე დაზარალებულმა თავად რომ აღადგინოს სამართალი აღარ უნდა გაგიკვირდეთ!!!! ომი გინდათ თბილისის ქუჩებში??? მიიღებთ და მერე გვიან იქნება. თქვენს გადმობირებულ მერაბიშვილების ზონდერებს კი არა გროზნოში რუსის ჯარს ებრძოდა მ.ამისულაშვილი და როგორ ფიქრობთ შეარჩენს???სასწრაფოდ აგებინეთ პასუხი არა მარტო ზონდერებს, არამედ მის მფარველებსაც. მე ჩემი მითქვია და აწი თქვენ იცით!!!!“ – წერს ბრეგაძე.