“გალფის” ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის გაზრდილი ფასი ფიქსირდება. თითქმის ყველა ტიპის საწვავზე ფასი 5 თეთრით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს. თუ მომხმარებელს მანამდე G-Force პრემიუმის ყიდვა 1.89 ლარად შეეძლო, დღეიდან ამ საწვავის ღირებულება 1.94 ლარი გახდა.
საწვავისგან განსხვავებით, არ შეცვლილა ბუნებრივი აირის ფასი. “გალფის” სადგურებზე გაზის შეძენა ადრინდელ ფასად 1.19 ლარადაა შესაძლებელი.