ჩეჩენი მოცეკვავე რიზვან ჰუსაინოვს საკონცერტო ნომრის შესრულების დროს სცენაზე გული გაუჩერდა, წაიქცა და გარდაიცვალა.
48 წლის მოცეკვავე მონაწილებდა ქალაქ ურუს-მარტანის კულტურის სახლში მიმდინარე კონცერტში. „სასწაფო დახმარების“ ექიმმა მას გულის გაჩერება დაუდგინა.
ჰუსაინოვი გარდა სასცენო მოღვაწეობისა, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საცეკვაო სტუდიაში.
ტრაგედიის ამსახველი ვიდეო “იუთუბეზე“ გავრცელდა.
https://www.youtube.com/watch?v=10UpPP3U3C4