ახალციხე-აწყურის გზაზე, სლესის ციხესთან მიკროავტობუსი ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 მგზავრი გადარჩა, 24 წლის მამაკაცის გადარჩენა კი ექიმებმა ვერ შეძლეს. ინფორმაციას ავარიის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
ავარიის სავარაუდო მიზეზად ძლიერი თოვა სახელდება, რომლის პირობებში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.