ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რომის პაპი: „არასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე“

„არასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე“- ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის დელეგაციის შეხვედრისას განაცხადა.  დელეგაციამ რომის პაპს საქართველოში სამოციქულო ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, –  ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ Vatican Radio წერს.

„არასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე: კულტურა, სულიერება, ხალხი, რომელიც ქრისტეს როგორც მხსნელს მოიხსენიებს, ვინაიდან ეს ქრისტიანული მოსახლეობაა. ჩემთვის ეს დიდი სიხარული იყო“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

რომის პაპმა აღნიშნა, რომ პირადად მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ. „მე ის აღვიქვი როგორც ღმერთის კაცი“, – აღნიშნა მან.

იტვირთბა....