ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ულტიმატუმი მთავრობას: გიორგი ვაშაძის პარტია აქციებით იმუქრება

გიორგი ვაშაძის პარტია “ახალი საქართველო” მთავრობას რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული ეკონომიკური ხედვების “უკან გაწვევას” სთხოვს,   წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებითა და სამთავრობო დაწესებულებების პიკეტირებით ემუქრება- ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა გურამ ჩალაგაშვილმა და ლევან ხაბეიშვილმა განაცხადეს.

„ჩვენ ხელისუფლებას ვუყენებთ ულტიმატუმს და ვაძლევთ  ორკვირიან ვადას: სასწრაფოდ [უკან] გაიწვიონ 10-პუნქტიანი დამანგრეველი გეგმა და  სწრაფი ქმედითი ნაბიჯები შესთავაზონ, რომლითაც საქართველოს მოსახლეობა ამოსუნთქვას შეძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი გუნდი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის გადადგომას მოითხოვს”, – განაცხადა ბირიფინგზე გურამ ჩალაგაშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, ისინი დაიწყებენ სამოქალაქო წინააღმდეგობრივი მოძრაობის ფორმირებას.

“პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან, რიგით მოქალაქეებთან ერთად დავიწყებთ სამოქალაქო წინააღმდეგობრივი მოძრაობის ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამთავრობო დაწესებულებების პიკეტირებას, პერმანენტულ და ფართომასშტაბიან აქციებს”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

 

იტვირთბა....