ახალი ამბები მთავარი სამართალი

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 10 წელი მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სარდიონ ღვინიაშვილი დამნაშავედ სცნო მეუღლის ნ.ს.-ს განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-108 -ე მუხლით.

 

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 15:45 საათზე, თბილისში, ელდარის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარდიონ ღვინიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს ნ. ს.-ს დანით ყელის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული ჭრილობის შედეგად ნ.ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა სარდიონ ღვინიაშვილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11′-108-ე მუხლით (ოჯახური ძალადობით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარდიონ ღვინიაშვილი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

იტვირთბა....