ბიზნეს გადაცემების ავტორი გიორგი ისაკაძე მთვარობის ეკონომიკურ გუნდს რჩევებს აძლევს:
“გაიწვიეთ და უკან წაიღეთ ბოლო განცხადებები. გარდა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისა, დანარჩენი კონტრპროდუქტიულია და არათანამიმდევრული.ბიზნესი დაწყნარდება.
– გაიწვიეთ და გადადეთ (მინიმუმ 1 წლით) მოგების გადასახადის რეფორმა. არავის სჭირდება. თან ამ ფასად. მოგებას რეალურად ვერავინ ნახავს.გასანაწილებილი არავის არაფერი ექნება, არათუ დასაბეგრი.
– შეხვდით IMF (სავალუტო ფონდი) და აღადგინეთ პროგრამა. ქვეყანაში შემოვა ვალუტა და ინვესტორები დაწყნარდებიან.
– შეკვეცეთ ხარჯები: ჯანდაცვა და ადმინისტრაციული ხარჯები.ჯამში მინიმუმ 300-500 მილიონია.
P.S. საცივი და გოჭი ლარს არ უშველის.
მარხვაა”. – წერს გიორგი ისაკაძე სოციალურ ქსელში.