ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

3 რაიონი თბილისში, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდებათ

 

თბილისის ნაწილს ელექტროენერგია დღეს შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

გლდანის რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა”, III და IV მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის მაცხოვრებლებს

ვაკის რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შუალედში 1 საათით შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

იტვირთბა....