ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე, დიდი ოდენობით, ჯგუფურად რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში უაქციზო, სომხური წარმოების თამბაქოს ნაწარმის, სიგარეტი MASTER-ის უკანონოდ რეალიზაცია მოახდინეს.
ბრალდებულებისგან ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.