ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შშმ ბავშვების მშობლები მთავრობას მიმართავენ და აქციებს აანონსებენ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლები პრემიერ მინისტრს, პრეზიდენტს, მინისტრებსა და ოპოზიციას მიმართავენ.

მათი განცხადებით, ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირთა მხარდაჭერისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის განკარგულებით, 2014 წელს ორგანიზაციას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადაეცა, თუმცა შენობაში დღემდე სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. სასამართლოში კი საქმის განხილვა უკვე 1 წელია გრძელდება.

შშმ ბავშვების მშობლების განცხადებით, თუ პრობლემის დროულად მოგვარება არ მოხდება ან ფართის ალტერნატიული ვარიანტს არ შესთავაზებენ, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ.

იტვირთბა....