ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მინდა გაგაფრთხილოთ… ქვეყანა საფრთხეშია”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ქვეყნისთვის საფრთხის შემცველს უწოდებს მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებს, რომელმაც პრემიერის განცხადებით ეროვნული ვალუტის და ეკონომიკის მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს:

„მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ შოკში ვარ. გულწრფელად გეტყვით: შემეშინდა ჩვენი ქვეყნის მომავლის გამო. ქვეყანა უვიცებს ჩაუვარდათ ხელში! მეგონა, რომ იმ რადიკალურმა ცვლილებებმა, რომელიც მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, შექმნა განვითარების ისეთი საძირკველი, რომელსაც ვერაფერი შეარყევდა. შეიძლება დაზიანებულიყო, მაგრამ გაუძლებდა სიმძიმეს. მეგონა, რომ ისე მტკიცედ ვიდექით საბაზრო, ლიბერალურ ლიანდაგზე, რომ იქიდან ძნელი იქნებოდა ამოგდება. როგორც ჩანს, ვცდებოდი. ის გეგმა, რაც მთავრობამ წარმოადგინა, არის ნგრევის დასაწყისი. როგორც ფაქტი და როგორც ტენდენცია. ეს გვაბრუნებს შევარდნაძის დროში. ამას მალე იგრძნობს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე, ამას იგრძნობთ თქვენ, ვინც ამ სიტყვებს კითხულობთ ახლა. ეს არის გაფრთხილება!

მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებდა. დაგროვდა თანდათანობით. რაოდენობრივი მალე თვისობრივში გადაიზრდება. ეს ისე მოხდება, რომ ვერც კი მივხვდებით, თუ როდის და როგორ.

ვგრძნობ ამას ძალიან კარგად. პირველი საბჭოთა კოოპერატივით დაწყებული და პირველი ქართული ე.წ. სტარტაპით დამთავრებული, ყველაფერი ჩემ თვალწინ განვითარდა. იმასაც გეტყვით მოკრძალებით, რომ ჩემი მონაწილეობითაც ზოგი რამ მოხდა. ამიტომ არ მღალატობს ინტუიცია. ამიტომ მინდა, რომ გაგაფრთხილოთ! ამას ვამბობ ყოველგვარი პოლიტიკური მოტივის გარეშე. ქვეყანა საფრთხეშია!“ – წერს რომან გოცირიძე ფეისბუკზე.

იტვირთბა....