ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

“საპროცენტო განაკვეთები უსაზღვროდ მაღალია”: ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ინტერნეტსესხები აიკრძალება

“ე.წ. ინტერნეტსესხები პრაქტიკულად აიკრძალება”, – ასეთი ინფორმაცია გაავრცელა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. როგორც მან თქვა, ონლაინ სესხები ეკონომიკისთვის არაჯანსაღია, შესაბამისად, მმართველი გუნდი მივიდა დასკვნამდე, რომ ასეთი ტიპის ბიზნესმოდელი არ უნდა მუშაობდეს. თუმცა, ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს არ ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.
„რა თქმა უნდა, რეკლამის განთავსება ინტერნეტში მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ აეკრძალება, თუმცა ის ბიზნესმოდელი, რომელიც დღეს მუშაობს, როდესაც საპროცენტო განაკვეთები არის უსაზღვროდ მაღალი და მასში გათვალისწინებულია ძალიან მაღალი ალბათობა გამსესხებლის მხრიდან სესხის დაკარგვის, იქნება შეზღუდული“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

იტვირთბა....