თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 2016 წლის 29 დეკემბერს დაიწყება, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს. მათი გადაწყვეტილებით, ბაგა-ბაღებში არდადეგები 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დედაქალაქის ყველა საჯარო ბაღში 2017 წლის 9 იანვარს განახლდება.
რაც შეეხება საჯარო სკოლებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისათვის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება.