ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

შესაძლოა „საქართველოს რკინიგზის“ წილი გაიყიდოს

 

4 წლის წინ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 25%-ის ლონდონის ბირჟაზე განთავსების შესახებ გადაწყვეტილება შეცვალა. ხელისუფლების ცვლილების გამო ეს ინიციატივა ვერ განხორციელდა.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ შესაძლოა რკინიგზის და “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” წილები გაყიდოს.

“ჩვენ ვაკვირდებით ბირჟებზე სიტუაციას და როგორც კი იქნება საშუალება, პრინციპში, რამდენიმე საინვესტიციო ბანკთან გვქონდა მოლაპარაკება რკინიგზის და ნავთობის და გაზის კორპორაციის 25%–ის ბირჟაზე ლისტინგის, ანუ განთავსებასთან დაკავშირებით. თუ იქნება შესაბამისი საბაზრო კონიუნქტურა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო პერიოდს დაველოდოთ. უნდა ითქვას, რომ შარშან ნამდვილად არ იყო ამ მხრივ საუკეთესო დრო და ეს არის ძალიან საფრთხილო საკითხი და სწორად გასაკეთებელი საკითხი. რა თქმა უნდა, პრივატიზაციის კუთხით რაც იქნება პოტენციალი, ამას ავითვისებთ”. – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

„საქართველოს რკინიგზის”, ისე როგორც“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის”, 100% სახელმწიფო საკუთრებაშია, კერძოდ ამ კომპანიების აქტივებს ფლობს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული “საპარტნიორო ფონდი”.

იტვირთბა....