ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები: რას აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი

“ორმაგი მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები” – ასეთი სათაურით გაზეთი “პრაიმტაიმი“ აქვეყნებს ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. ეს არის საქმე, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მედიაში.
გამოცემა მკვლელობის საქმის დეტალებთან ერთად დანაშაულის ადგილზე გადაღებულ საზარელ ფოტომასალასაც აქვეყნებს.
როგორც ცნობილია შსს-მ ბრალდებულის სახით გარდაცვლილების ოჯახის ახლობელი 26 წლის გიორგი ხაბელაშვილი დანაშაულის ჩადენიდან 5 თვის შემდეგ დააკავა.
“პრაიმტაიმი“ წერს, რომ რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ხაბელაშვილის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულება მოიპოვა. კერძოდ, თბილისის ერთ-ერთი ლომბარდიდან ამოიღეს ნონა რომანაძის კუთვნილი ოქროს ნივთები, რომელიც გიორგი ხაბელაშვილმა მკვლელობის მეორე დღეს ჩააბარა. აღებული ფულით კი ქობულეთში, გარდაცვლილების დაკრძალვაზე ჩავიდა.
„ინფორმაცია დანაშაულის მოტივის შესახებ მხოლოდ ბრალდებულის დაკავებიდან მეორე დღეს, სასამართლო დარბაზში გახდა ცნობილი, როცა ხაბელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროცესზე გამოცხადებულმა პროკურორმა აღნიშნა, რომ დანაშაული ანგარების მოტივით იყო ჩადენილი, ვინაიდან ბრალდებულს ბინაში რამდენიმე ათასი დოლარი ეგულებოდა, მაგრამ მისი წამოღება ვერ მოხერხდა.
რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ხაბელაშვილის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულება მოიპოვა. კერძოდ, თბილისის ერთ-ერთი ლომბარდიდან ამოიღეს ნონა რომანაძის კუთვნილი ოქროს ნივთები, რომელიც გიორგი ხაბელაშვილმა მკვლელობიდან მეორე დღეს ჩააბარა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებისგან შევიტყვეთ ისიც, რომ ხაბელაშვილი ლომბარდიდან აღებული ფულით ქობულეთში ნონა რომანაძისა და მისი მცირეწლოვანი ბავშვის დაკრძალვაზე ჩავიდა.
“ხაბეიშვილი ადასტურებს, რომ ეს ნივთები ნამდვილად ჩააბარა ლომბარდში. თუმცა, ამბობს, რომ ის მეგობარმა, ზაზა ლურსმანაშვილმა მისცა, ვინაიდან მას არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, სთხოვა, ხაბელაშვილს ჩაებარებინა. საიდან ჰქონდა ლურსმანაშვილს ეს ოქროს ნივთები, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უცნობია“, – ამბობს ადვოკატი თამაზ კვახაძე.
გარდაცვლილის ოჯახის წევრი ზაზა ლურსმანაშვილის ჩვენებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ლურსმანაშვილი და ხაბელაშვილი ახლო მეგობრები იყვნენ, თუმცა ის გამორიცხავს, რომ ოქრო სახლიდან ლურსმანაშვილს გაეტანა.
“ლურსმანაშვილი და ხაბელაშვილი ახლო მეგობრები იყვნენ. მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე ხაბელაშვილს მისთვის უთქვამს, ფონიჭალაში არის ჩემი ახლობლის ოჯახი, სადაც ინახება 7 ათასი დოლარი. მე ვერ შევალ, მიცნობენ, ამიტომ შენ შედი და გამოიტანეო. გამორიცხულია, რომ ეს ოქრო სახლიდან ლურსმანაშვილს გამოეტანა. ჩვენ ასევე გამოვრიცხავთ დანაშაულთან მის კავშირს. ლურსმანაშვილი არის ადამიანი, ვინც ფაქტობრივად პირველმა გამოთქვა ეჭვი, რომ ეს დანაშაული ხაბელაშვილის მიერ იყო ჩადენილი. ამის გამო მათ ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოუხდათ. მათ ჰქონდათ კონფლიქტი და ხაბელაშვილის მიერ გაჟღერებული ეს ვერსიაც სწორედ აღნიშნული კონფლიქტიდან გამომდინარეობს“, – აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი.
როგორც “ პრაიმტაიმი“ წერს, 11-ტომიანი სისხლის სამართლის საქმე გიორგი ხაბელაშვილის წინააღმდეგ არაერთ მტკიცებულებასა და ჩვენებას მოიცავს. მათ შორის არის მისი მეგობარი ქალის, ელენა ნიკოლაევას ჩვენება. ის პროკურატურას სასამართლოში დასაკითხ მოწმეთა სიაშიც ჰყავს შეყვანილი, ვინაიდან ნიკოლაევას მიერ წინასწარ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მკვლელობის დროს გიორგი ხაბელაშვილი მასთან არ იმყოფებოდა, როგორც ამას თავად ხაბელაშვილი ამტკიცებს.
შეგახსენებთ, როგორც გამოძიება აცხადებს, 22 თებერვალს ფონიჭალაში 43 წლის ნონა რომანაძეს მკვლელმა ყელი გამოჭრა და სხეულზე დანით 29 ჭრილობა მიაყენა. ნონა რომანაძის 3 წლის ქალიშვილის – მარიამ მამფორიას კი 16 ჯერ ჩაარტყა დანა, ხოლო ცხედარი დაწვა.

“მეტრონომი” გთავაზობთ ამ საქმესთან გამოქვეყნებულ მასალებს, რომელიც მკითხველს მისცემს საშუალებას უფრო იოლად გაერკვეს საქმის მსვლელობაში.

primetime

იტვირთბა....